Saturday, December 15, 2018

ტრენინგის რეფლექსია

  დღეს დავასრულეთ ცხრადღიანი ტრენინგი intel-პროექტებით სწავლება. თვითონ სამუშაო პროცესი მეტად სასიამოვნო, საინტერესო და მრავლისმომცველი იყო.თუმცა ცუდი ისაა, რომ მუშაობა გვიწევდა არაკომფორტულ გარემოში-სიცივე და ინტერნეტ-ხარვეზი ჩვენი მუშაობის თანმდევი აღმოჩნდა.
   უღრმესი მადლობა ტრენინგის მონაწილეებს და ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს, რომელმაც ტრენინგის ფარგლებში გაწერილი სამუშაოების გარდა, ბევრი სხვაც მასწავლა-ბლოგში მუშაობა უკვე შემიძლია დამოუკიდებლად.აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან.

ჩემი პორტფოლიო

ჩემი პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია

 კვლავ წერა და კვლავ პროექტი... დღეს უკვე საბოლოო შტრიხები შევიტანეთ საკუთარ ნამუშევრებში... 
    რომ არა, ისევ სიცივე და  ინტერნეტ-ხარვეზი,  ნაყოფიერი დღე იყო.

Sunday, December 9, 2018

მეექვსე-მეშვიდე დღის რეფლექსია

ორი დღის განმავლობაში ვმუშაობდით პროექტზე და მის შეფასებებზე, ჩეკლისტებზე, ბუკლეტებსა და პრეზენტაციებზე. საინტერესო და სასარგებლო ტრენინგია. სიამოვნებით გავივლიდი ისტ-სთან დაკავშირებულ სხვა დონეებსაც.